კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ განაცხადა, რომ იგი იძულებული გახდა ახალგაზრდულ ასაკში “ბარსა” დაეტოვებინდა და “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასულიყო.
“ეს იყო ჩემთვის საკმაოდ დიდი გამოცდილება, რომელიც შემდგომში დამეხმარა წლიდან წლამდე პროგრესირებაში. “მანჩესტერ იუნაიტედში” ყოფნის დროს გამომადგა “ლა მასიაში” მიღებული ცოდნა, რათა ინგლისურ ფეხბურთს შევჩვეოდი. სერ ალექს ვერგიუსონის ხელმძღვანელობით ინგლისურ კლუბში გავატარე რამდენიმე შესანიშნავი სეზონი. თუმცა ვაღიარებ იმასაც, რომ მანჩესტერში ცხოვრება საკმაოდ რთული და ძნელად შესაგუებელი იყო ჩემთვის. ამიტომ მე გადავწყვიტე სხვა კლუბში გდასვლა და ვიმედოვნებდი, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. “მანჩესტერ იუნაიტეტის” სკოლა საუკეთესოა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ოდესმე “ბარსელონაში” დავბურდებოდი.”-ციტირებს პიკეს სიტყვებს “UEFA”-ს ოფიციალური საიტი.



