workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ალავესის” პრეზიდენტი: “სან მამესი” ჩვენთვის იდეალური ვარიანტია”

“ალავესის” პრეზიდენტი: “სან მამესი” ჩვენთვის იდეალური ვარიანტია”

“ალავესის” პრეზიდენტმა, ალფონსო ფერნანდეს დე ტროკონისმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რომელ სტადიონზე უნდა ჩატარდეს ესპანეთის სამეფო თასის ფინალი, კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ.

“სან მამესი” ჩვენთვის იდეალური ვარიანტია. ეს შესანიშნავი სტადიონია დიდი ტევადობით. გვინდა, რომ ფინალს “ალავესის” 16 ათასი გულშემატკივარი დაესწროს. მადრიდიც არ იქნება ცუდი არჩევანი, რადგან დედაქალაქი ვიტორიასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე – ბარსელონასთან.

“კამპ ნოუს” “ვისენტე კალდერონთან” ტევადობის გამო უპირატესობა აქვს.”-ამბობს ფერნანდესი.

ფინალი ბასკურ და კატალონიურ კლუბებს შორის 27 მაისს შედგება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward