მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარი: “ლა ლიგაში ჯერ გადაწყვეტილი არაფერია”

ნეიმარი: “ლა ლიგაში ჯერ გადაწყვეტილი არაფერია”

კატალონიის “ბარსელონას” სუპერვარსკვლავმა, ნეიმარ ჟუნიორმა კომენტარი გააკეთა, სადაც საჩემპიონო ორთაბრძოლასა და ტიტულებზე ისაუბრა.

“ბარსელონასთან” ერთად უკვე 9 ტიტული მოვიგე, მაგრამ ამით არ ვკმაყოფილდები, კიდევ ბევრის მოგება მსურს და დარწმუნებული ვარ, რომ სასურველ მიზანს მივაღწევ.

ვიცი რთულია, თუმცა შეუძლებელი არაფერია, ჩვენ გვჯერა, რომ ლა ლიგის მოგება შეგვიძლია. გასულ სეზონში სხვაობა 12 ქულა იყო, მაგრამ ბოლო ტურებში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.

ესპანეთის ჩემპიონატში ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, წინ ბევრი მატჩი გველის და ტიტულისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ.” – განაცხადა ნეიმარმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში