გვარდიოლა უახლოვდება მაგიურ ციფრს 150 ჩატარებული მატჩების მხრივ ყველა ტურნირზე, როგორც მწვრთნელის რანგში. კვირას მისთვის “ლევანტესთან” მატჩი იყო 149–ე
პეპი თავის 150–ე მატჩს ჩაატარებს ხვალვე “ატლეტიკის” წინააღმდეგ თასზე, რომელიც “სან – მამესის” სტადიონზე გაიმართება.
150 ციფრიან ზღვარს გადაბიჯებული აქვს 5 მწვრთნელს “ბარსელონასი” ჩატარებული მატჩების მხრივ. კრუიფს (430), რაიკაარდს (273), მიხეილსს (264), ვან გაალს (200), ვვენეიბლსს (169). თუკი პეპმა კონტრაქტი გაახანგძლივა კატალონიურ კლუბთან, რისი ალბათობაც ძალიან დიდია, შესაძლოა იგი ამ რეკორდსმენთან შორის დაწინაურდეს კიდეც.
გვარდიოლამ ამდენის მიღწევა 2 წელიწადში შეძლო, წელს მისთვის უკვე მესამე სეზონია კლუბში მწვრთნელის რანგში. ასევე არავის არ უნდა დაავიწყდეს ტრიპლეტი პირველივე წელს, ასევე შარშანდელი მოხსნილი რეკორდი 99 ქულა და რაც ყველაზე მთავარია და რაც ყველაზე ძლიერ უხარებს კატალონიელთა გულშემატკივარს 100% იანი შედეგი კლასიკოში, 5დან 5 და ბურთების შეფარდება 16 : 2 ზე, 4 კლასიკოში გვარდიოლას შეგირდებმა შეძლეს კარის მშრალად შენახვა.
ამ 149 შეხვედრადან გვარდიოლამ 109 გამარჯვება იზეიმა, 27 ფრე და 13– ჯერ იწვნია ფრე.
ეს კი გვარდიოლას ჩატარებული მატჩები ცალკეულ ტურნირებზე:
Liga: 93
Champions: 31
Copa: 16
Supercopa de España: 4
Supercopa de Europa: 1
Mundial de Clubes: 1
