workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“კამპ ნოუს” საფარი ისევ გამოსაცვლელია

“კამპ ნოუს” საფარი ისევ გამოსაცვლელია

როგორც იცით, “ლევანტესთან” მატჩის შემდეგ, ფეხბურთელებმა მოედნის საფარისადმი მცირე პრეტენზია გამოხატეს. მათი თქმით, ეს პრობლემა სასწრაფოდაა აღმოსაფხვრელი. სამი თვის შემდეგ, ისევ ხდება საჭირო, რომ მოედანზე გაზონი შეიცვალოს, მაგრამ არსებობს პრობლემაც. უახლოესი საშინაო თამაში, “ბარსელონას” 16 იანვარს “მალაგას” წინააღმდეგ აქვს ჩასატარებელი. ამის გარდა, ხვალ, გუნდმა თუ შესძლო და გაიმარჯვა ბილბაოში და გავიდა ესპანეთის თასისი 1/4 ფინალში, მაშინ “კამპ ნოუს სტადიონი 11 ან 12 იანვარსაც შეივსება, რაც გაზონის გამოცვლას გარკვეულ პრობლემას უქმნის.
სერხიო ბუსკეტსმა “ლევანტესთან” მტჩის შემდეგ პრესას განუცხადა: “ბურთი ისე დახტოდა, როგორც კურდღელი. ეს არის საკმაოდ დიდი პრობლემა, რადგან ასეთი მდგომარეობა ხელს უშლის ჩვენს თამაშს.”
იგივე განაცხადა მისმა თანაგუნდელმა დანი ალვესმა, რომელმაც განმარტა, რომ მოედნის საფარამა შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს თამაშის ბედის გადაწყვეტაში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში