workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პასტორე:” მე “ბარსა” და “რეალი” უარით გავისტუმრე”

პასტორე:” მე “ბარსა” და “რეალი” უარით გავისტუმრე”

იტალიური “პალერმოსა” და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა განაცხადა, რომ მან “ბარსელონა” და “რეალი” უარით გაისტუმრა. არგენტინელის თქმით მას ძალიან უყვარს კატალონიური კლუბი, თუმცა მასაც უარი განუცხადა, როგორც “რეალ მადრიდს”:

” ორივე, “ბარსაც” და “რეალიც” ეკონტაქტებოდნენ ჩემს აგენტს, თუმცა მე ორივე კლუბში გადასვლის შესაძლებლობა გამოვრიცხე,” განაცხადა პასტორემ newspaper Ole–სთან საუბრისას: ” ვიცი, რომ უამრავი ფეხბურთელი დათანხმდებოდა ამ შემოთავაზებებს, მაგრამ მე კვლავ უნდა გავუმჯობესდე “პალერმოში” და პროგრესი განვიცადო. მე მადლობელი ვარ კლუბის, რომ დარჩენის საშუალება მომცა. მე მაშნ წავალ, როდესა მზად ვიქნები, მაგრამ ახლა არა, რადგანაც მე ჯერ რეგულარულად უნდა ვითამაშო და გოლებიც ვიტანო,” დაასრულა არგენტინელმა ნახევარმცველმა.

პასტორეს “პალერმოს” მაისურით ჩატარებულ 48 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ეროვნულ ნაკრებში 6 მატჩი უგოლოდ ჩაატარა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში