ხერარდ პიკე, რომელმაც გუშინ ”ლევანტესთან” მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა დაკავებული იყო თავისი ”twitter”-ით. ”ბარსელონას” გასახდელში მან ერთ-ერთი ფეხბურთელის ფეხსაცმელს გადაუღო ფოტო.
მან ერთგვარი გამოცანა მოგვიწყო. გამოვიცნოთ, თუ ”ბარსელონას” რომელი ფეხბურთელის ფეხსაცმელია ეს. მან მხოლოდ ორი მინიშნება მოგვცა: 1. ეს არ არის კარლეს პუიოლის ფეხსაცმელი 2. ფეხსაცმლის ზომა არის 40.
გთხოვთ კომენტარებში დააფიქსიროთ მხოლოდ იმ ფეხბურთელის გვარი, რომლის ფეხსაცმელიც გგონიათ ეს
