მადრიდის ”რეალის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო გახდა 2010 წლის საუკეთესო საკლუბო მწვრთნელი საერთაშორისო საფეხბურთო ისტორიისა და სტატისტიკის (IFFHS) რეიტინგით.
პორტუგალიელმა მწვრთნელმა, რომელმაც გასულ სეზონში ”ინტერთან” ერთად იტალიის ჩემპიონატი, იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო დაიკავა პირველი ადგილი. მეორე პოზიციას დასჯერდა ”ბარსელონას” თავკაცი, ხოსეპ გვარდიოლა. სამეულში მოხვდა ”ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი.
1. ჟოზე მოურინიო (”ინტერი”, ”რეალი”) – 294
2. ხოსეპ გვარდიოლა (”ბარსელონა”) – 188
3. ლუი ვან გაალი (”ბაიერნი”) – 75
4. კიკე სანჩეს ფლორესი (”ატლეტიკო”) – 46
5. კარლო ანჩელოტი (”ჩელსი”) – 41
6. ალექს ფერგიუსონი (”მანჩესტერი”) – 38
7. არსენ ვენგერი (”არსენალი”) – 33
8. სალსო როტი (”ინტერნაციონალი”) – 24
9. როი ჰოჯსონი (”ფულჰემი”, ”ლივერპული”) – 20
10. ლამინ ნ’დიაია (”მაზემბე”, კონგო) – 11