“ბარსელონამ” ტურინის “იუვენტუსთან” პაულო დიბალაზე საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა.
როგორც Don Balon იტყობინება, “ლურჯ-ბროწეულისფერები” 23 წლის თავდამსხმელს გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავენ, ლუის სუარესის პოტენციურ შემცვლელად, რომელსაც უკვე 30 წელი შეუსრულდა.
მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ “ბარსას” 2020 წლის ზაფხულში დიბალას შეძენის პრიორიტეტული უფლება ექნება, როდესაც “იუვენტუსთან” მას კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წელი დარჩება.
