მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კანსელუს ზამთარში “ვალენსიას” დატოვება სურს

კანსელუს ზამთარში “ვალენსიას” დატოვება სურს

“ვალენსიას” მცველმა, ჟოაუ კანსელუმ “ღამურების” ხელმძღვანელობას კლუბის შეცვლაზე თხოვნით მიმართა, იტყობინება Mundo Deportivo.

ინფორმაციის თანახმად, 22 წლის პორტუგალიელ ფეხბურთელს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “ვალენსიას” დატოვება სურს.

კანსელუს მომსახურებით “ბარსელონაა” დაინტერესებული. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე შეათანხმა ფეხბურთელთან კონტრაქტის პირობები და მისი ხილვა “ბარსელონაში” მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სურთ.

კანსელუს ამჟამინდელი კონტრაქტი “ვალენსიასთან” 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში