მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის და სუარესს შეუძლიათ 47 წლის რეკორდი გაიმეორონ

მესის და სუარესს შეუძლიათ 47 წლის რეკორდი გაიმეორონ

კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავებს, ლიონელ მესის და ლუის სუარესს მიმდინარე სეზონში შეუძლიათ უნიკალური მიღწევა გაიმეორონ, რომელიც “ატლეტიკოს” ფეხბურთელებს, ლუის არაგონესს და გარატეს ეკუთვნით (1969/1970 სეზონი). 

47 წლის წინ, ისტორიაში ერთადერთხელ, ლა ლიგაში ბომბარდირთა დავაში პირველი ადგილი ერთი გუნდის ფეხბურთელებმა გაინაწილეს. მაშინ არაგონესმა და გარატემ 30 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანეს. თუ არგენტინელმა და ურუგვაელმა პირველობა ბოლომდე შეინარჩუნეს ისინი სწორედ “ატლეტიკოს” მოთამაშეების რეკორდს გაიმეორებენ.

ამდროისთვის მესის და სუარესს 15-15 გოლი აქვთ გატანილი.  

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (22)

  • nika 54
    schedule 25 იან 2017, 16:12

    რა სისულელეა, ერთი თუ გაიტანს მეორეს ელოდოს? თუ რანაირად.

  • KoCheQsa
    schedule 25 იან 2017, 15:18

    გააუმჯობესებენ :)))) 100%-ით ვიცი