ბარსელონურმა გაზეთმა, Mundo Deportivo-მ ლა ლიგის პირველი წრის მატჩების შედეგების ანალიზი გააკეთა, რომლებშიც მონაწილეობა “რეალმა” და “ბარსელონამ” მიიღეს.
შედეგად დადგინდა: მსაჯების შეცდომებით “რეალმა” 8 ქულა მოიპოვა, “ბარსელონამ” კი პირიქით, 4 სატურნირო ქულა დაკარგა.
ეს ეხება “რეალსა” და “სელტას” შორის მატჩს (2:1), სადაც ალვარო მორატამ ერთი გოლი “სუფთა” თამაშგარედან გაიტანა. ანალოგიური პრეტენზიებია რამოსის გოლთან “მალაგას” კარში (2:1). ასევე მსაჯების ნათელი შეცდომები აღინიშნება “ესპანიოლისა” (2:0) და “დეპორტივოს” (3:2) წინააღმდეგ მატჩებში.
მსაჯების შეცდომები “ბარსელონას” მონაწილეობით 8 მატჩში დაფიქსირდა, რომელთაგანაც სამში კატალონიელებმა ქულები დაკარგეს: “სელტასთან” (3:4), სადაც ნეიმართან თამაშის წესების დარღვევის გამო პენალტი არ დაინიშნა, “მალაგასთან” (0:0), პიკეს გოლის გაუქმების გამო, შეცდომით დაფიქსირებული ოფსაიდით და “ვილიარეალთან” (1:1), სადაც არბიტრმა ორი პენალტი არ დანიშნა, “ვილიარეალის” საჯარიმოში ხელით თამაშის გამო.
თუმცა, გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ “რეალ სოსიედადთან” მატჩში (1:1), “ბარსელონას” კარში ჩაუთვლელმა სუფთა გოლმა კატალონიელებს ერთი ქულის მოპოვების საშუალება მისცა.
19 ტურის შემდეგ “რეალი” “ბარსელონას” 2 ქულით უსწრებს, თუმცა მადრიდელებს ერთი თამაში რეზერვში აქვთ.
