workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: ”ამ მატჩის გამო ვნერვიულობდი”

გვარდიოლა: ”ამ მატჩის გამო ვნერვიულობდი”

”-ჩვენ მოგება ჩავის გამო გვინდოდა. მას ახლახანს ოპერაცია ჩაუტარეს, ის 30 წლისაა და მან 549 მატჩი ჩაატარა. მე ”ბარსელონაში” დიდხანს ვთამაშობდი. როცა მე-300-ე მატჩი ჩავატარე, სერიოზული წარმატება მეგონა. ჩავის არანორმალური მაჩვენებელი აქვს. თუ მას ქუსლის მყესი მისცემს საშუალებას, ვთვლი, რომ 700 მატჩის ჩატარებას შეძლებს”– განაცხადა გვარდიოლამ.
მიუხედავად იმისა, რომ თამაში ანგარიშის მინიმალური უპირატესობით მოიგეს, გვარდიოლა გახარებული იყო. მატჩის წინ, მან პრესასთან განაცხადა, რომ ახალი წლის შემდეგ პირველი მატჩი ”ლევანტესთან” რთული იქნებოდა. მწვრთნელმა აღიარა, რომ ის ”ბედნიერია”, არამარტო მოპოვებული 3 ქულის გამო, არამედ მთლიანად თამაშით, იმ სირთულეების გათვალისწინებით, რომ გუნდს უამრავი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა. ”მე ვნერვიულობდი ამ მატჩის გამო. ეხლა შემიძლია ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ”- განაცხადა გვარდიოლამ და იქვე აღნიშნა, რომ ”თუნდაც 50 წლის შემდეგ, ნებისმიერ გუნდს შეექმნება პრობლემები, როდესაც მეტოქეთა გუნდი, სრული შემადგენლობით დაცვაში ჩადგება”.
გვარდიოლამ შეაქო ბუსკეტსი: ”მე ვიცოდი, რომ ის კარგად გაართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას. ის არის ძალიან ფრთხილი, დისციპლინირებული ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია თავდასხმის წამოწყება”. პეპმა ბოიანის მხარდასაჭერად განაცხადა: ”ის არის შესანიშნავი ფეხბურთელი, რომალსაც დიდი პოტენციალი გააჩნია. კლუბმა მასთან 3 თუ 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ მისი გვჯერა. მას აქვს შესაძლებლობები და ნიჭი იმისთვის, რომ ებრძოლოს პედროს და დავიდს (ვილიას) ძირითადში ადგილის მოპოვებისთვის”.
ერთადერთი, რითაც გვარდიოლა უკმაყოფილიყო იყო, არის ”კამპ ნოუს” მოედნის საფარის ხარისხი. ”მოედანი გადათხრილია. ჩვენ შევეცდებით, ვიპოვოთ გამოსავალი. თუ ესეთია ჩვენი განაჩენი, მაშინ შევეცდებით მოვითმინოთ”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში