გამოცემა Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის “ბარსელონა” მზადაა გუნდის კაპიტანს, ანდრეს ინიესტას უვადო კონტრაქტი შესთავაზოს.
ახალი ხელშეკრულების თანახმად, აქტიური საფეხბურთო კარიერის შემდეგ, ინიესტა კატალონიური კლუბის სამწვრთნელო შტაბში გადაინაცვლებს. ანდრესს ასეთი სცენარი მოსწონს და დიდი ალბათობით უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში ლეგენდა “ბარსელონასთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
“ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრეთ. “ბარსელონასთან” მიმდინარე ხელშეკრულება მაკავშირებს. ყველაზე ლოგიკური იქნება, თუ შეთანხმებას მალე მივაღწევთ. ამასთან დაკავშირებით პრობლემა არასდროს არ მქონია.
ბევრჯერ მითქვამს, რომ დარჩენა მსურს, მაგრამ გადაწყვეტილებას უპირველეს ყოვლისა კლუბი იღებს.”-განაცხადა ინიესტამ.

მესი და ინიესტა და ნეიმარია დღეს ბარსელონას მთავარი ბირთვის დანარჩენებითან შედარებით, ესენი ქმნიან გოლის მომეტს
Kaiaaaa.ini sauketesoa.
რახდება ხუთზე
ესარის ადამიანი რომელიც განურჩევლად ყველას უყვარს არაქ მნიშვნელობა რომელი გუნდის ფანი ხარ ან რომელი ფეხბურთელის, უდავოდ ეს კაცი არის ადამიანობის-თავმდაბლობის-ღირსების ეტალონი, ეს ყველაფერი კი ხდის ყველასათვის პატივსაცემ ადამიანად, ფეხბურთზე აღარაფერს ვამბობ უბრალოდ გენიოსი, ფეხბურთი დიდ დანაკლისს განიცდის როდესაც ინიესტა დაასრულებს კარიერას, იმიტომ რომ მისნაერი სამაგალითო ფეხბურთელი არ არსებობს !!!