მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
L’Equipe: მესის “ბარსადან” წასვლის ალბათობა 5%-ს შეადგენს

L’Equipe: მესის “ბარსადან” წასვლის ალბათობა 5%-ს შეადგენს

ფრანგულმა ჟურნალმა L’Equipe-მ ლიონელ მესის მომავალი განიხილა. წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არგენტინელის “ბარსელონადან” წასვლის ალბათობა მხოლოდ 5%-ია. 

მისი კონტრაქტის გამოსყიდვა მხოლოდ რამდენიმე კლუბს შეუძლია. პსჟ ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად ითვლება.

“ალბისელესტეს” კაპიტნის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 250 მილიონი ევროა.

“პარი სენ-ჟერმენს” ამხელა თანხის გადახდა შეუძლია იმის გათვალისწინებით, რომ ალ-ხელაიფი კლუბში უზარმაზარ ინვესტიციას ახდენს. L’Equipe-ს თანახმად პსჟ-ს წარმომადგენლებს წარსულში (2014 წელს) ხორხე მესისთან არგენტინელი ფორვარდის ტრანსფერის თაობაზე კონტაქტი ჰქონდათ.

ლეოს მამამ განაცხადა, რომ მესის “ბარსელონადან” წასვლის საშიშროება არ არსებობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში