კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ესპანეთის ჩემპიონის ტიტულისთვის მებრძოლი კლუბების შესახებ კომენტარი გააკეთა.
“გასული კვირა ჩვენთვის შედეგიანი აღმოჩნდა. 3 ქულა მოვიპოვეთ, რითაც სატურნირო ცხრილში ჩვენზე მაღლა მყოფ კლუბებზე გავლენის მოხდენას შევძლებთ.
ყოველთვის მინდა, რომ ჩვენს წინ მყოფმა კლუბებმა წააგონ. ჩემპიონობისთვის 4 გუნდი იბრძვის და თითოეული მათგანი იმსახურებს იქ ყოფნას, სადაც ახლა არის.
თითოეული მათგანი ტიტულის პრეტენდენტია და რომელიმეს გამორიცხვა სისულელე იქნება.“-განაცხადა ენრიკემ.
