ჩინური “შანხაი შენხუას” მთავარმა მწვრთნელმა, გუსტავო პოიეტმა კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდარული ფორვარდის, ლიონელ მესის აზიაში სავარაუდო გადაბარგების შესახებ კომენტარი გააკეთა.
“მესის ადგილი ჩინეთში არ არის. ამჟამად, ჩემთვის ლიონელ მესის ხილვა “ბარსელონას” გარდა სხვა კლუბში, წარმოუდგენელია. მომავალში ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ახლა არა.
სცენარის სხვანაირ განვითარებას უბრალოდ ვერ ვხედავ. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ “ბარსელონა” მესის გარეშე?”-ციტირებს 49 წლის სპეციალისტს Sport.
