ლონდონის “ჩელსის” მცველმა, გარი კეჰილმა დაასახელა ფეხბურთელები, რომელთა წინააღმდეგ თამაში ყველაზე მეტად გაუჭირდა.
“რთულია დასახელება, რადგან ასეთი ფეხბურთელი ბევრია. ლიონელ მესის ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში დავუპირისპირდი, კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ თამაში კი პრე-სეზონის მატჩში მომიწია.
მათთან ერთად თამაში განსაკუთრებული იყო, რადგან ისინი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან.”-განაცხადა კეჰილმა.
