“ბარსელონას” ხელმძღვანელობა აპირებს, რომ ლიონელ მესის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი რაც შეიძლება მალე გადაწყვიტოს, იტყობინება Sport.
წყაროს ინფორმაციის თანახმად, კატალონიური კლუბი ამ თვის განმავლობაში გეგმავს არგენტინელ ფეხბურთელს ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეთავაზება გაუკეთოს. ადრე “ლურჯ-ბროწეულისფერთა” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ განაცხადა, რომ ოპტიმისტურადაა განწობილი და ამ საკითხზე ფეხბურთელს პირადად ეკონტაქტება.
მესის ამჟამინდელი კონტრაქტი “ბარსელონასთან” 2018 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
