სპორტის სწავლების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელსაც კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი, ნეიმარ და სილვა ლიდერობს.
წინა რეიტინგის შემდეგ, ნეიმარის ფასი დაახლოებით 45 მილიონით გაიზარდა. შედეგად, ყოფილმა ლიდერმა, ლიონელ მესიმ მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ბრაზილიელის ფასი 201.5 მილიონი ევრო იყო, ახლა კი, 246.8 მილიონი ევროა.
“ბარსელონას” შემტევი ტრიოს კიდევ ერთი წარმომადგენლის, ლუის სუარესის ფასი 145.2 მილიონი ევროა.
საერთო ჯამში, რეიტინგის თანახმად, MSN – 562.5 მილიონი ევრო ღირს.



ნეიმარის ფასი-100 მილიონი . მესის 120, სუარესის 90 … (შეფასება ასეთია ტრანსფერმარკეტზე)…
562 რო ნეიმარის და სუარესის თანხა გამოაკლო მესი 170 გამოდის, შარშან ნეიმარზე წინ თუ იყო ამდენით დაიკლო მისმა ფასმა?
მესი ღირს ჯერ ნახევარი მილიარდი რა სისულელეა სადც პოგბა 105 თუ 110
საღოლ თქვენ