ესპანეთის სამეფო თასის 1/8 ფინალის განმეორებით შეხვედრაში, “ბარსელონასა” და ბილბაოს “ატლეტიკს” შორის, კატალონიური კლუბის ურუგვაელმა ფორვარდმა, ლუის სუარესმა “ბლაუგრანას” მაისურით მე-100 გოლი გაიტანა.
შედეგიანი გადაცემა ბრაზილიელმა ნეიმარ და სილვამ გააკეთა, რომელმაც მეტოქის კარის აღება მეორე ტაიმის საწყის წუთებში თერთმეტმეტრიანის მეშვეობით მოახერხა.
“ბარსელონას” რიგებში 100 გოლის გასატანად, სუარესს 120 მატჩი დასჭირდა.
