კვირას, 9 იანვარს ”მინიესტადიზე” გაიმართება ”ბარსელონას” პირველი გუნდის ვარჯიში, რომელზეც დასწრება ყველა მსურველს შეეძლება. კლუბის წევრებისთვის შესვლა უფასო იქნება, ხოლო დანარჩენებს შესასვლელად 5 ევროს გადახდა მოუწევთ.
როგორც ყოველთვის, საახალწლო ზეიმების შემდეგ ”ბარსელონა” ღია ვარჯიშს ატარებს. ეს იქნება ყველაზე კარგი შანსი, რომ ადამიანებმა ახლოს ნახონ მათთვის საყვარელი ფეხბურთელები. ვარჯიში 13 საათზე დაიწყება, ხოლო მაყურებელთა შესვლა 12 საათზე.
კლუბის წევრების მსგავსად ვარჯიშზე უფასოდ შესვლის უფლება ექნებათ ”ბარსელონას” ყველაზე პატარა გულშემატკივრებს. ვარჯიშზე დასასწრები ბილეთები კლუბის სალაროებში გაიყიდება. გადაადგილების გასაადვილებლად ”ნოუ კამპის” წინ ერთგვარი ავტოსადგომი გაკეთდება.
