ანდრეს ინიესტამ დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა და გაესაუბრა მათ, გთავაზობთ მის ინტერვიუს.
“2010 წელი კარგად დავასრულედ და ვიმედოვნებ ასევე გავაგრძელებთ 2011 წელს. ჩვენ ყველაფერს ვიზავთ იმისათვის, რომ 2011 წლის ბოლოს მივიღოთ მაქსიმალური შედეგი. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი არ “გატყდება”. გასულ 12 თვეში ძალიან ბევრი რამ მოხდა ჩემთვის და მთლიანი გუნდისთვის მნიშვნელოვანი. 2010 წელს შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი ტრავმირებული ვიყავი, მსურს მომავალ წელს ასეთი რამ არ განმეორდეს და გუნდს დავეხმარო სრულიად გამოჯანმრთელებული”.
“პირველ რიგში “ლევანტეზე” ვფიქრობთ, ეს წლის პირველი მატჩი იქნება და უნდა მობილიზება მოვახდინოთ მასზე, კარგი დასაწყისი წარმატების საწინდარია. ჩვენ წინა სეზონში რამდენიმე ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, მათ შორის გამორჩეული და დაუვიწყარი 5:0 “რეალის” წინააღმდეგ. მსურს ეს სერია გამარჯვებებისა გავაგრძელოთ”. ინიესტამ იბრაჰიმ აფელაიზეც თქვა ორი სიტყა: “იგი ძალიან კარგი ფეხბურთელია და გამოგვადგება გუნდში. ვფიქრობ იქნება სიტუაციები, როდესაც იგი გადამწყვეტ როლს ითამაშებს გუნდის წარმატებაში. ახლა მხოლოდ ერთი გვსურს მთლიანად გუნდს და რათმაუნდა მასაც, რომ ადაპტაცია ძალიან მალე გაიაროს და კარგად შეეწყოს გუნდს”.
ბუნებრივია ინიესტამ “ოქროს ბურთზეც” ისაუბრა: “მთავარია, რომ მისი მფლობელი, რომელიმე “ბარსელონელი” იქნება და არა სხვა. ჩვენ ფინალში სამნი ვართ გასულნი, რაც უბედნიერესებს გვხდის”.
“ბარსელონას” მორიგი ვარჯიში ახალი წლის პირველსავე დღეს ექნება, ამაზე ინიესტამ თავისი მოსაზრება გამოთქვა: “მატჩი 2–შია, ამიტომაც რაც შეიძლება მეტად უნდა ვიყოთ მასზე კონცენტრირებული, ამისათვის საჭიროა ვარჯიში. ჩვენ პროფესიონალები ვართ და გვმართებს თვის ნებისმიერ რიცხვში ვარჯიში.
