“ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, ხორდი მესტრემ, ფიფას ცერემონიაზე, კატალონიური კლუბის ფეხბურთელების დაუსწრებლობაზე კომენტარი გააკეთა.
“ჩვენი ფეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობას ვაფასებთ. ამ სიტუაციაში მათ დასვენება სჭირდებოდათ.
ყველაფერი კოლექტიურად შეთანხმდა. ჩვენ გვსურს ესპანეთის თასის შემდეგ სტადიაზე გასვლა, ამიტომაც მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება.
ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს ფიფასთან და ისინი ყველაფერს მიხვდნენ. ზვონიმირ ბობანი ჩვენთან შესახვედრად აეროპორტშიც კი მოვიდა.” – განაცხადა მესტრემ.
