მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ფეხბურთელებმა ციურიხში გაფრენაზე უარი მსაჯების შეცდომების გამო თქვეს

“ბარსელონას” ფეხბურთელებმა ციურიხში გაფრენაზე უარი მსაჯების შეცდომების გამო თქვეს

კატალონიური Sport.es-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ფიფას დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრებაზე უარი ერთი დღით ადრე თქვეს.

გადაწყვეტილება “ბარსელონას” ოთხმა კაპიტანმა (ინიესტა, მესი, ბუსკეტსი და მასკერანო), 8 იანვარს, “ვილიარეალთან” მატჩის შემდეგ (1:1) მიიღო. მათ მხარი დაუჭირეს პიკემ და სუარესმა, რომლებიც ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან ყველაზე აქტიურები იყვნენ, რომელთაც წასვლაზე უარი განაცხადეს.

“ბარსელონას” ფეხბურთელების სიტყვებით, უარის მთავარი მიზეზი ისაა, რომ კლუბი ფეხბურთელებს “მსაჯობის” სკანდალში მხარს არ უჭერს. ფეხბურთელების აზრით, მსაჯები მუდმივად შეცდომებს უშვებენ მათი მეტოქეების სასარგებლოდ, რაც საბოლოოდ ესპანეთის ჩემპიონატში ქულების დაკარგვას იწვევს. ამ მომენტისთვის, “ბარსელონა” პრიმერაში მესამე ადგილს იკავებს, “რეალისა” და “სევილიას” შემდეგ.

ასევე წყარო იტყობინება, რომ “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს ფეხბურთელების გადაწყვეტილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს და ის უპრობლემოდ მიიღო. “ბარსელონა” ფიფას ცერემონიაზე კლუბის პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ წარადგინა.

ფიფას ცერემონიაზე “ბარსელონას” ფეხბურთელების დაუსწრებლობის ოფიციალური ვერსია – ბილბაოს “ატლეტიკთან”, ესპანეთის თასის საპასუხო მატჩისთვის მზადებაა, რომელიც 12 იანვარს, თბილისის დროით 00:15 საათზე დაიწყება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში