მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მაროტა: “რეალსა” და “ბარსელონას” ჩვენთან კონტაქტი არ ჰქონიათ”

მაროტა: “რეალსა” და “ბარსელონას” ჩვენთან კონტაქტი არ ჰქონიათ”

“იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა, ბეპე მაროტამ ტურინული კლუბიდან პაულო დიბალას სავარაუდო წასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა.

“რეალსა” და “ბარსელონას” დიბალას ტრანსფერთან დაკავშირებით ჩვენთან კონტაქტი არ ჰქონიათ. მინდა აღვნიშნო, რომ არგენტინელთან გრძელვადიანი კონტრაქტი გვაკავშირებს. რამდენიმე თვის წინ, პაულოს გარშემო მყოფ პირებს დავუკავშირდით და ანაზღაურების გაზრდა შევთავაზეთ, რაც სამართლიანია. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და არ გვეშინია, რომ ფორვარდი დაგვტოვებს. სად იქნება ის უფრო ბედნიერი?” – განაცხადა მაროტამ.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პაულომ “ბარსელონა” “რეალის” გამო უარით გაისტუმრა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში