როგორც იცით, “ბარსელონას” მცველმა ჟერარ პიკემ “ვილიარეალის” წინააღმდეგ გამართული მატჩის დასრულებისას , ხავიერ ტებასს საჯაროდ მიმართა. პროტესტის გამოხატვის შემდეგ, ესპანელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.
“ბრუნო სორიანომ ორჯერ აშკარად ითამაშა ხელით თავის საჯარიმოში. დავინახე მასკერანოს მომენტიც, მაგრამ ეს გამიზნულად არ მომხდარა. თქვენ თავად ხედავთ: ყოველ კვირას მსაჯები უფრო და უფრო მეტ მიზეზს გვაძლევენ კომენტარების გასაკეთებლად. ყველაფერი ნათელია.
საერთო ჯამში, “ვილიარეალზე” ბევრად უკეთესად ვითამაშეთ, დეტალებს კი მოგვიანებით გავაანალიზებთ. ჩემპიონატი ჯერ არ დაგვითმია. დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაციის შეცვლას მოვახერხებთ და ტიტულს მოვიგებთ, მხოლოდ რაღაცის შეცვლა არის საჭირო.” – განაცხადა პიკემ.
