workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
წლის ბოლო სესია წვიმაში

წლის ბოლო სესია წვიმაში

დღეს შედგა ბოლო ვარჯიში “ბარსელონასი” “სიუდად ესპორტივაზე” ამ წელს. ვარჯიშზე 18 კაცი იმყოფებოდა პირველი გუნდისა და ასევე 3 ფეხბურთელი საერეზერვო გუნდიდან.

გუნდი ემზადება მე–17 ტურის მატჩისათვის, რომელიც “კამპ ნოუზე” “ლევანტეს” წინააღმდეგ გაიმართება. დღეს ხოსეპ გვარდიოლას შეგირდები წვიმაში ვარჯიშობდნენ. ვარჯიშს ტრავმირებულები ხეფრენი და მილიტო დაუბრუნდნენ.

მეორე გუნდიდან გვარდიოლამ მინიო, ტიაგო და ბარტრა დაიმატა. ვარჯიშზე არ იმყოფებოდნენ პირველი გუნდიდან მხოლოდ და მხოლოდ ორი ფეხბურთელი პუიოლი და მესი. პირველ მათგანს ტრავმა აქვს, რომელიც კატალონია– ჰონდურასის წინააღმდეგ მიიღო, ხოლო მესის გვარდიოლასგან აქვს უფლება აღებული დაისვენოს 2 იანვრამდე, იგი მე–17 ტურის მატჩს გამოტოვებს და გუნდს შემდეგ შეუერთდება.

იბრაჰიმ აფელაი ნელ – ნელა კონტაქტში შედის ფეხბურთელებთან. იგი თან და თან ადაპტაციას გადის, პირველ მატჩში იგი მონაწილეობას არ მიიღებს, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს დაეხმაროს გუნდს.

გუნდი თამაშამდე კიდევ ერთხელ შეიკრიბება, ხვალ “სიუდად ესპორტივაზე” 11 სააათზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში