მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასკერანო: “მომენტები თავად შეაფასეთ, მაგრამ მე ხელის მოჭრა არ შემიძლია”

მასკერანო: “მომენტები თავად შეაფასეთ, მაგრამ მე ხელის მოჭრა არ შემიძლია”

პრიმერა დივიზიონის მე-17 ტურის მატჩი “ბარსელონასა” და “ვილიარეალს” შორის, ფრედ 1:1 დასრულდა. კატალონიური კლუბის ფეხბურთელმა ხავიერ მასკერანომ შეაფასა მომენტები, როდესაც ბრუნო სორიანოსა და მას ბურთი ხელზე მოხვდათ.

“თქვენ მომენტების შეფასების შესაძლებლობა გაქვთ. ისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად გამიზნული იყო მოქმედება და დააკვირდით, ვისი ხელი იყო ბუნებრივ მდგომარეობაში, და ვისი – არა.

აზრი არ აქვს საუბარს, მე ხელის მოჭრა არ შემიძლია. სულ სხვა საქმეა, როდესაც ხელით თამაშობ.” – განაცხადა მასკერანომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში