2017 წელს “ბარსელონას” პირველი მეტოქე ლა ლიგაში “ვილიარეალია”, რომელიც კატალონიურ კლუბს “ელ მადრიგალზე” უმასპინძლებს. “ბლაუგრანა”, რა თქმა უნდა, მოგებას შეეცდება, რათა ჩემპიონატის ლიდერთან ჩამორჩენა არ გაიზარდოს.
გუნდების სიახლეები
“ბარსელონას” ერთადერთი ცვლილება არის ის, რომ მოახლოებული მატჩისათვის დენის სუარესმა რაკიტიჩი შეცვალა. შეხვედრას გამოტოვებენ მატიე, ვიდალი და ტრავმირებული სილესენი, “ბარსას” განაცხადი კი ასეთია: ტერ შტეგენი, მასიპი, პიკე, ბუსკეტსი, დენის სუარესი, არდა, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი, რაფინია, მასკერანო, ალკასერი, ალბა, დინი, სერხი რობერტო, ანდრე გომეში და უმტიტი.
რაც შეეხება “ვილიარეალს”, გუნდს დაუბრუნდნენ პატო, ვიქტორ რუისი და ბრუნო სორიანო.
მწვრთნელების კომენტარები
ლუის ენრიკე: “მეტოქე კარგად თამაშობს, ქმნის სახიფათო მომენტებს და თავს კარგად იცავს. რთული დაპირისპირება იქნება, ვინაიდან “ვილიარეალს” ბურთის ფლობა ჩვენსავით სურს. გადამწვეტი იქნება ბურთის კონტროლი”.
ფრან ესკრიბა: “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ მოწინააღმდეგის კარებს, საჯარიმოს. შეიძლება უგოლო ფრე ვიხილოთ, მაგრამ გოლები უფრო მოსალოდნელია. ამიტომ თავი უნდა დავიცვათ, თუმცა, შეტევაზე თვალი მაინც უნდა გვეჭიროს. შეგვიძლია გატანა და ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. ეს ძალიან რთულია, მაგრამ ხიფათის შექმნა შეგვიძლია”.
გუნდების ფორმა
“ბარსელონა” “ბილბაოსთან” დამარცხდა, მაგრამ საპასუხო შეხვედრა “კამპ ნოუზე” გაიმართება, რაც უპირატესობაა. ამ მარცხმა დაასრულა 10 მატჩიანი წაუგებელი სერია ყველა ჩემპიონატში, მაგრამ, მეორე მხრივ, ლა ლიგაში “ბარსას” უკანასკნელი წაგებიდან უკვე სამ თვეზე მეტი გავიდა.
ესპანეთის თასზე “ვილიარეალიც” დამარცხდა – ანგარიშით 3-1. აქამდე გუნდს ამ სეზონში ამდენი გოლი ერთ შეხვედრაში არ გაეშვა. ლა ლიგაში გაშვებული გოლების თვალსაზრისით, “ყვითლებს” საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ, ხოლო “ელ მადრიგალზე” სტუმრებმა მხოლოდ და მხოლოდ 5-ჯერ აიღეს მასპინძლის კარი. “ვილიარალი” ასპარეზობს ევროპის ლიგის გათამაშებაშიც, რომელშიც “რომას” უნდა დაუპირისპირდეს.
ისტორია
როგორც წესი, “ვილიარეალისა” და “ბარსელონას” თამაშები საინტერესოა და უკანასკნელის სასარგებლოდ სრულდება. 2008 წლიდან მოყოლებული ბოლო 14 მატჩში კატალონიელები არ დამარცხებულან. “ელ მადრიგალზე” გამართული უკანასკნელი 9 დაპირისპირებიდან 6 მათ მოიგეს, 3 კი ფრედ დამთავრდა.
მომავალ შევედრაში ყურადღების ცენტრში იქნება ნეიმარი. ბრაზილიელს შეუძლია მშრალი სერიის დასრულება იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც, დანარჩენ მეტოქეებთან შედარებით, ყველაზე ბევრი გაუტანა.