დღეს “ვილიარეალი” და “ბარსელონა” ერთმანეთს “ელ მადრიგალზე” დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ ბოლო მატჩებში “ყვითელ წყალქვეშა გემს” “ბლაუგრანასთან” ცუდი სტატისტიკა აქვს.
ყველა ტურნირზე, “ვილიარეალი” “ბარსელონას” 16 მატჩია, რაც ვერ ამარცხებს (12 წაგება, 4 ფრე). ბოლოს “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” “ყვითლებთან” მატჩი 2008 წლის 10 მარტს დათმეს.
რაც შეეხება ლა ლიგას, აქ საქმე 14-მატჩიან მოუგებელ სერიასთან გვაქვს. ასეთი ცუდი სტატისტიკა “ვილიარეალს” “ბარსელონასთან” ესპანეთის პრიმერა დივიზიონში არასდროს ჰქონია.



