“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ “ვილიარეალთან” მატჩამდე ინტერვიუ ჩაწერა.
“ჩვენ ვიცით “ვილიარეალის” თამაშის დონე – ისინი ცოტას უშვებენ და კარგ ფეხბურთს აჩვენებენ.
ჩვენი დავალებაა ამ მატჩში სამი ქულა მოვიპოვოთ. უნდა ვაჩვენოთ შესანიშნავი თამაში, რათა ეს გავაკეთოთ.
მე ძალიან ფრთხილი ვარ მსაჯობის საკითხში. ჩემი დავალებაა არბიტრებს დავეხმარო.
რათქმაუნდა, არც ერთ გუნდს არ შეუძლია ლა ლიგის ყველა დარჩენილი მატჩის მოგება. მიუხედავად ამისა, რათა ლიდერზე ზეწოლა მოვახდინოთ, უნდა გავიმარჯვოთ ყველა თამაშში და წინ ბევრი მატჩია.” – განაცხადა ლუის ენრიკემ.
