ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ, შესაძლოა, კარიერა “რეალში” გააგრძელოს.
Marca-ს ინფორმაციით, არგენტინელს “რეალში” გადასვლა სურს და რამდენიმე დღის წინ “ბარსელონას” წინადადებაზე უარი თქვა. “იუვენტუსს” დიბალას შენარჩუნება სურს და მას კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს, წელიწადში 7 მილიონი ევროთი, ხელფასის სახით.
“რეალი” ასევე დაინტერესებულია დიბალათი და იცის, რომ მას მადრიდში გადასვლა სურს. “რეალი” ელოდება დიბალასა და “იუვენტუსს” შორის მოლაპარაკებებს, რათა მის შეძენაზე სტრატეგია შეიმუშაოს.
