ხულიო გრონდონა, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, აგრძელებს თავდასხმას დიეგო მარადონაზე.
მას შემდეგ, რაც არგენტინამ მუნდიალი სამარცხვინოდ დაასრულა, ხულიო გრონდონა მარადონასთან სიტყვიერ ომს აწარმოებს. “ის არის ბებერი ბატი. საუბრობს კანონებზე, თვითონ კი არ იცავს მათ.”
იმისათვის, რომ მას მარადონა კიდევ უფრო გაემწარებინა, ხულიო შეეხო ერთადერთ, მისი აზრით, ფეხბურთელს, რომელსაც შეეძლო დიეგოს მინდორზე დაჩრდილვა.
მან განაცხადა, რომ რიკელმეს, ვერონის, მარადონასა და მესისგან – საუკეთესო “ათიანები” არგენტინის ნაკრების ისტორიაში, ის აირჩევდა მესის: “მესი საუკეთესო “ათიანია” არგენტინის ფეხბურთის ისტორიაში”.

გრონდონა მარადონას აკრიტიკებს, მესის კი აქებს
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.