ალბინ ლარსონმა იმოგზაურა როსარიოში, რათა ენახა ლიონელ მესის ფესვები. მალე ის სახლში დაპატიჟა თავად ლეომ.
ალბინმა შვედურ გაზეთ Aftonbladet-ს მოუყვა თავისი გასაოცარი თავგადასვლის შესახებ.
“ქალბატონმა, რომელიც ფლობდა საერთო საცხოვრებელ ადგილს, სადაც მე ღამეს ვათევდი, წამიყვანა ლეოს ბავშვობის სახლში.”
ალბინმა მესის სახლის კარებზე დააკაკუნა. მას სახლში არგენტინელი ვურდენკინდის მშობლები დახვდნენ, რომლებმაც თბილად მიიღეს შვედი მოგზაური. მათ ალბინს ლეოს დეიდის მისამართი მისცეს, რადგან მესი იმ დროს იქ იმყოდებოდა.
ლარსონი წავიდა მესის დეიდის სახლში. იქ მას უთხრეს, რომ ლეო სახლში არ იმყოფებოდა, მაგრამ მას შეეძლო დაეცადა მისთვის, რასაც ალბინი სიამოვნებით დათანხმდა. ცოტა ხანში შავი BMW გამოჩნდა, საიდანაც მესი გადმოვიდა. ალბინი გაეცნო ლეოს, რომელმაც ის შინ მიიპატიჟა. ისინი საუბრობდნენ დერეფანში ნახევარი საათის განმავლობაში. “ის იყო საშინლად თავმდაბალი და წყნარი” – განაცხადა შვედმა.
მათ ილაპარაკეს მსოფლიო ჩემპიონატზე, მომავალზე და სხვა თემებზე. ასევე იყო ერთი თემა, რომლის წამოწყება ალბინს არ სურდა: “მე არ მისაუბრია ზლატანზე. არ ვიცოდი როგორი იყო მათი ურთიერთობა და არ მინდოდა იმ თემის წამოწყება, რომელიც შესაძლებელია არასასიამოვნო ყოფილიყო მესისთვის.” წასვლის წინ მათ შობა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ერთმანეთს.
“ეს იყო ფანტასტიური მომენტი. ჩემი ოცნება იყო მენახა ადგილი, სადაც ლეო გაიზარდა და შესაძლოა პირველად გააგორა ბურთი.”
ალბინის მეგობრებმა ის გიჟად ჩათვალეს, როდესაც გაიგეს, რომ ის აპირებდა არგენტინაში წასვლას იმიტომ, რომ ენახა ადგილი, სადაც ლეო გაიზარდა, მაგრამ ალბინმა ძალიან დიდი სიამოვნება მიიღო ამ გასაოცარი მოგზაურობისგან, რადგან მან ოცნება აისრულა.

დააკაკუნა მესის კარებზე და დაპატიჟეს
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.