workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩემი ცხოვრება ბარსელონაა

ჩემი ცხოვრება ბარსელონაა

მატჩის დასრულებამდე ორი წუთი იყო დარჩენილი. ტაბლოზე 2:2 ციმციმებდა. კარისკენ ზურგით მდგომი როვალდო რონალდ დე ბურისგან მაღალ გადაცემას იღებს. ვხედავ, რომ ბურთს მკერდით აჩერებს და ვფიქრობ: “ბიჭო, რას აკეთებ?”. ნორმალური იქნებოდა, ბურთი მიწაზე რომ დაეგდო, დაეგორებინა, ანაც პასი მიეცა ვინმესთვის. მას კი აშკარად საჯარიმოს გარედან მაკრატელას დარტყმა ჰქონდა განზრახული. მას უნდა, რომ ფეხბურთში ყველაზე რთული ილეთი მაშინ გააკეთოს, როდესაც სასწორზე ის მიზანი დევს, რომლისკენაც გუნდი მთელი წელი მიდიოდა. და აი დარტყმაც, ბურთი ბადეშია!

ყველანი ჭკუიდან გადავედით. მან ის გააკეთა, რაც ლიდერს, ვარსკვლავს, რჩეულს ევალება. გასახდელში ფეხებს ვუკოცნიდით, ის კი ისე იქცეოდა, ვითომაც არაფერიო. ბოდიში, გატყუებთ. იმ დღეს დავინახეთ თუ როგორ იღიმოდა. უკვე მოგახსენეთ, რომ ესქსპრესიული ადამიანი არ ყოფილა, მაგრამ როდესაც ახლოს გაიცნობ, ადვილად მიხვდები როდისაა ბედნიერი და როდის მოწყენილი. დარწმუნებული ვარ, ის საღამო ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი იყო რივოს ცხოვრებაში.

აპრილის ბოლოს გუნდი კარლეს რეშაკმა ჩაიბარა, რომელმაც სერა ფერერი შეცვალა. “ჩარლის” მთავარი პრიორიტეტი შემდეგში მდგომარეობდა, საკუთარი პროფესიით ტკბობა და ფეხბურთის, პირველ რიგში, როგორც თამაში ისე აღქმა. ვან გაალის სრული ანტიპოდი იყო. ფეხბურთელებზე ზეწოლას არასდროს ახდენდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ამით პირველ რიგში საკუთარ თავს მოაქცევდა წნეხის ქვეშ.

როდესაც მთელი გუნდი შეკრიბა, პირველი რაც განგვიცხადა შემდეგი იყო, თქვენი თამაში ამ სეზონში ნანახი მაქვს და ჩემი აზრით, ძალიან ბევრს დარბიხართო. ბრწყინვალე აფორიზმი, რომელიც თავის დროზე კრუიფმა შეთხზა – “ვინ უფრო სწრაფია? ბურთი და არა შენ”, “ბარსაში” დაბრუნდა.

ამ გუნდს წესრიგი და ერთიანობის შეგრძნება აკლია – ჩვეულ სტილში ამბობდა რეშაკი და გარშემყოფები, რომ არ დაძაბულიყვნენ, იქვე ანეგდოტს ან სასაცილო ისტორიას მოყვებოდა ხოლმე. საქმე იქამდე მივიდა, რომ მატჩისწინა პერიოდში ღადაობა და შაყირი, ჩვეულებად გვექცა. ამით იმ დაძაბულობას ვიხსნიდით, რომელიც ნებისმიერ მეტოქესთან პაექრობის წინ აქვს ფეხბურთელს. თქვენ წარმოიდგინეთ, “ჩარლი” მაშინაც კი აუღელვებელი იყო, როდესაც მთელი მსოფლიო მის გადაყენებაზე საუბრობდა. ძალიან გამოცდილი ადამიანი იყო, რომლის წყობიდან გამოყვანა შეუძლებელი გახლდათ.

რეშაკი ტაქტიკაზე აკეთებდა აქცენტს. მისი ჩანაფიქრი მოედნის ცენტრის დახუნძვლა იყო, რათა თამაშისთვის აზრი მიეცა. ამისთვის ყველა ხაზს უფრო მეტად კომპაქტურად უნდა ეთამაშა. ეს ტაქტიკური ვარიანტი ჩემთვის მისწრება იყო, რადგან გვარდიოლასთან ერთად შემეძლო მოედანზე ყოფნა – ინსაიდის ანაც “მედიაპუნტას” პოზიციაზე.

“ჩარლი” მოულოდნელობებით აღსავსე ადამიანი იყო. ერთხელ ვარჯიში გვაქვს და ჩვენსკენ ზურგით დგას. კვადრატს ვთამაშობდით და უცებ მისი ხმა გვესმის:

– ყოჩაღ ბიჭებო, ასე გააგრძელეთ!

– მისტერ, თქვენ ხომ არაფერი დაგინახავთ? – გაკვირვებულებმა ვკითხეთ.

– შვილებო, მე ბურთის ხმით ვხვდები, კარგად ირჯებით თუ ცუდად!

რეშაკის მეცადინებით ჩატარებულ ბოლო სეზონს, მწარე გემო ჰქონდა. უტიტულობასა და საკლუბო პრობლემებს, გვარდიოლას გუნდიდან წასვლა დაერთო. გასაგებია, რომ ეს ავანსცენაზე ჩემს გამოჩენას ნიშნავდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ პეპთან პაექრობა არასდროს მქონია.

მასთან განშორება ნაღვლიანი გამოვიდა. ეს სამეფო თასზე “სელტასთან” განმეორებით მატჩში, აბსოლუტურად “მკვდარ” სტადიონზე მოხდა.

ლუბის ხელძღვანელობა ამ ღონისძიებას მეტი ყურადღებით უნდა მოჰკიდებოდა, რადგან პეპი ასეთ ფერმკრთალ გაცილებას არ იმსახურებდა. ადამიანი, რომელიც “ბარსელონას” პირნათლად ემსახურა, უკანა კარიდან არ უნდა ტოვებდეს კლუბს. გასახდელში პეპმა ის უდიდესი პატივისცემა იგრძნო, რომელსაც მისდამი განვიცდიდით, ისე გავაცილეთ, როგორც დაიმსახურა.

გაგრძელება იქნება…

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward