დღეს, იბრაჰიმ აფელაი ბარსელონაში ჩავიდა. კლუბში მისვლისას მან რამდენიმე ფოტო გადაიღო. ამის შემდეგ კი იგი მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდა…
იბრაჰმის თვითმფრინავი “ელ პრატის” აეროპორტზე 11 საათსა და 50 წუთზე დაჯდა. ამის შემდეგ კი იგი კლუბის ოფისს, “ნოუ კამპზე” ესტუმრა. სტადიონზე, რომელიც აფელაის ჯერ არ ენახა.
სტადიონთან რაღა თქმა უნდა შეკრებილნი იყვნენ გულშემატკივრები, რომლებიც მასთან სურათის გადაღებასა და მისი ავტოგრაფის მიღებას ცდილობდნენ. გულშემატკივრებთან ერთად, აფელაის “ბარსელონას” სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა და ფეხბურთის დირექტორი რაულ სანლიე შეეგებნენ. ამის შემდეგ კი მან ტრადიციულად რამდენიმე ფოტო გადაიღო, რის შემდეგაც “ბარსას” ტელევიზიასთან კომენტარი გააკეთა.
დღეს, იბრაჰიმ აფელაი სამედიცინო შემოწმებას გაივლის. მისი პრეზენტაცია კი პარასკევს შედგება.

