ორშაბათს კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტს, სანდრო როსელს შეხვედრა ჰქონდა “საბადელის” პრეზიდენტთან, ჟოან სატერასომთან. ორი უძველესი კლუბის პრეზიდენტებმა ისაუბრეს რამდენიმე საკითხზე და შეაჯამეს გასული, 2010 წელი. როსელს სატერასომთან არაერთი ვიზიტი ჰქონია, მაგრამ ეს იყო პირველი, “ბარსელონას” პრეზიდენტის რანგში. ამის შემდეგ, სანდრომ მიიღო წევრები, რომელთა მიმართ საკმაოდ მადლიერი იყო, მან ასევე დიდი ერთგულება გამოხატა თავისი კლუბის მიმართ.
ეს ორგანიზაცია, მთელი სეზონის განმავლობაში, აქტიურად აწყობდა სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მთელს კატალონიაში და მათი წარმომადგენლები დიდი ძალისხმევით მუშაობდნენ.
გუშინ, სანდრო როსელმა “ხუნტის” საზეიმო ცერემონიალზე, დამდეგი დრესასწაული მიულოცა კლუბის ყველა წევრს, ფეხბურთელებსაც და მაღალი თანამდებობის პირებსაც: “მე გულწრფელად გისურვებთ არდადეგების ბედნიერად გატარებას, ჯანმრთელობას, კლუბში ნაყოფიერად, სასარგებლოდ მუშაობას და სურვილი მაქვს, რომ თქვენი გვარები მალე ისტორიაში შევიდეს.” მან ასევე შეაქო “ბარსელონას” ყოფილი მეკარე და ამჟამად სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა და მადლობა გადაუხადა ყველას კარგი მუშაობისათვის.
ამ ყველაფრის შემდეგ, “ბარსას” პრეზიდენტმა საახალწლო საჩუქრები დაურიგა დარბაზში მყოფ ადამიანებს, ესენი იყვნენ: “რეგალ ბარსელონას”, ჰოკეის, ფრენბურთის და სხვა სახეობის სპორტის მოთამაშეები. გარდა ამისა, როსელმა სამახსოვრო სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა “ბარსელონას” სამი საპატიო წევრი. დავიდ იასინი, ფრანსესკ ლიადოსი და ელინი, ისინი კლუბში 25 წლის მანძილზე მსახურობდნენ.

