workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე: “დავბრუნდი”

პიკე: “დავბრუნდი”

კატალონიის “ბარსელონას” მცველმა, ჟერარ პიკემ “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში, დავიდ სილვასთან შეტაკების შემდეგ სერიოზული ტრავმა მიიღო.

ფეხბურთელის რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს. ესპანელი უკანახაზელი 19 ნოემბერს, “მალაგასთან” მატჩისთვის მზად იქნება.

ჟერარ პიკემ სოციალურ ქსელ Twitter-ზე ვარჯიშის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა, ოპტიმისტური წარწერით: “მე დავბრუნდი.”

პიკემ 5 მატჩი გამოტოვა (3 ლა ლიგა, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 კატალონიის სუპერ თასი). მოსალოდნელია, რომ 19 ნოემბერს ის სათამაშო პრაქტიკას მიიღებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში