კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ კომენტარი გააკეთა გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით, რომელშიც “ბარსამ” ანგარიშით 1:5 გაიმარჯვა. დერბში ვილიამ დუბლის შესრულება მოახერხა. მან გაუსწრო ლორენტეს, ნილმარს და ბომბარდირთა დავის მესამე ადგილზე იმყოფება.
მატჩის შემდეგ დავიდმა განაცხადა: “მე ძალიან კმაყოფილი ვარ დასრულებული თამაშით, რომელშიც ჩვენ ძლიერ მოწინააღმდეგესთან გავიმარჯვეთ და ძალიან კარგი იქნება, თუ “ბარსა” იგივე ტემპით გააგრძელებს წინსვლას.” მან ასევე ისაუბრა შესრულებულ დუბლზე: “რა თქმა უნდა ეს ორი გატანილი გოლი ძალიან კარგია, მაგრამ ჩემთვის პირველ ადგილზე გუნდური წარმატებაა.”
ბოლოს ვილიამ დაამატა: “ჩვენ გვჯერა საკუთარი თავისა და თამაშის სტილის. ყველამ ვიცით, რომ “ბარსა” თავის ჩვეულ ფეხბურთს თუ ითამაშებს, მაშინ შეხვედრებს მოგება არ გაგვიჭირდება.”
