არგენტინის ნაკრების 21 წლის ნახევარმცველმა, რომელიც წლების განმავლობაში საფეხბურთო კლუბ ”ბარსელონას” ინტერესის სფეროს წარმოადგენდა, იტალიურ ”პალერმოსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა 2015 წლამდე.
ესპანურ ჟურნალ “Don Balón”-ის ინფორმაციით, პასტორემ კლუბში დარჩენის სურვილი სიცილიის დედაქალაქიდან, კონტრაქტზე ხელის მოწერით დაადასტურა. კლუბის პრეზიდენტმა, მაურიციო ზამპარინიმ, პასტორეს გამოსასყიდ თანხად 70 მილიონი ევრო დაასახელა.
”ძალიან სასიამოვნოა ლეო მესის გვერდით თამაში ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ ამ მომენტში ”პალერმოში” დავრჩები”. – განაცხადა პასტორემ.
არგენტინელ ამომავალ ვარსკვლავს იმედი აქვს, რომ მომავალ სეზონში, ”პალერმოს” შემადგენლობით, ის შეძლებს ”ჩემპიონთა ლიგაზე” თამაშს. დღევანდელი მდგომარეობით, იტალიის ჩემპიონატში, ”პალერმო” მეხუთე ადგილს იკავებს.