მზიან, მაგრამ გრილ დილას, “ბარსას” ფეხბურთელებმა “ესპანიოლთან” გასამართი მატჩისთვის მოსამზადებელი ვარჯიში გამართეს. დღევანდელი შეკრება “სიუტატ ესპორტივაზე”, დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
კიდევ ერთხელ, გვარდიოლას განკარგულებაში 19 ფეხბურთელი გახლდათ – მთელი გუნდი მილიტოსა და ხეფრენის გარდა, რომლებიც აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას ისევ აგრძელებენ.
ფეხბურთელები ვარჯიშს ხვალ, 10 საათსა და 30 წუთზე განაახლებენ, რის შემდეგაც გვარდიოლა პრეს–კონფერენციას გამართავს.
