workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას “საუკეთესო სტარტი ლა ლიგაში

“ბარსას “საუკეთესო სტარტი ლა ლიგაში

“ბარსა” კვლავ აგრძელებს თავის ისტორიის წერას. წელს მან თავის ისტორიაში სეზონის სტარტიდან საუკეთესო შედეგი აჩვენა, რაც 15 მატჩში 13 მოგებასა, თითო-თითო ფრესა და წაგებაში აისახება.

დღემდე არასოდეს

წელს “ბარსელონამ” პირველად მოიპოვა 40 ქულა 15 მატჩის შემდეგ. როგორც უკვე აღვნიშნეთ “ბარსას” წელს 13 მოგება მხოლოდ და მხოლოდ 1 ფრე და 1 წაგება აქვს. ფრე 3 ოქტომბერს მალიორკასთან თამაშში(1-1) დაფიქსირდა ხოლო წაგება 11 სექტემბერს ერკულესთან (0-2).

მეტი ქულები

ამ სეზონის შედეგი ასევე ჯობია იმ სეზონის შედეგს, როდესაც ბარსამ ტრიპლეტი მოიგო(2008-2009) და ეს ფანტასტიკური სეზონი ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. მაშინ ბარსამ 15 თამაშში 12 მოიგო, 2ფრედ ითამაშა და მხოლოდ 1 წააგო, რაც 38 ქულას შეადგენს. წელს ეს მაჩვენებელი გამუმჯობესებულია. შედეგთან ერთად “ბარსამ” წელს უფრო მაღალი კლასის ფეხბურთს თამაშობს ვიდრე ეს იყო 2008/09 წლებში.

უკეთესი გოლების შეფარდება

წლევანდელი “ბარსა” შარშანდელ “ბარსას “არამხოლოდ ქულებით არამედ გოლების შეფარდებითაც ჯობნის. 2008 წლს “ბარსამ” 15 მატჩში 46 გოლის გატანა მოახერხა (მსგავსად წლევანდელისა), მათ თავიანთი კარების “მშრალად” შენახვა მხოლოდ 9 შემთხვევაში ვერ შეძლეს, რაც წლეს 1 სეივით არის გაუმჯობესებული, წელს ბარსამ 15 თამაშში მხოლოდ და მხოლოდ 8 ბურთი გაუშვა.

 11 საუკეთესო დაწყება ლა ლიგაში

“ბარსა” (10/11): 40 ქულა (13მ, 1ფ, 1წ)
“მ.რეალი” (91/92): 39 ქულა (12მ, 3ფ)
“ბარსა” (09/10): 39 ქულა (12მ, 3ფ)
“მ.რეალი” (61/62): 39 ქულა (13მ, 2წ)
“მ.რეალი” (68/69): 39 ქულა (12მ, 3ფ)
“ბარსა” (08/09): 38 ქულა (12მ, 2ფ, 1წ)
“მ.რეალი” (60/61): 38 ქულა (12მ, 2ფ, 1წ)
“მ.რეალი” (32/33): 38 ქულა (12მ, 2ფ, 1წ)
“მ.რეალი” (10/11): 38 ქულა (12მ, 2ფ, 1წ)
“ბარსა” (04/05): 38 ქულა (12მ, 2ფ, 1წ)
“ბარსა” (90/91): 38 ქულა (12მ, 2ფ, 1წ)

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში