კატალონიის ” ბარსელონას ” ფეხბურთელმა პედრო როდრიგესმა იმედი გამოთქვა იმის შესახებ, რომ 2010 წლის მსოფლიოს საუკეთსო მწვრთნელის წოდებას ” ბარსელონას ” თავკაცი ჟოზეპ გუარდიოლა მიიღებს. ხოლო ხოსეპ გუარდიოლას კონკურენტობას უწევენ მადრიდის ” რეალის ” მწვრთნელი ჟოზე მოურინიო და ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე . ” უსიტყვოდ ისინი არიან გენიალური მწვრთნელები ” – ციტირებს ფეხბურთელს Marca. ” მე ამ ჯილდოს გადავცემდი პეპ გუარდიოლას , მაგრამ იმის ცოდნაცაა საჭირო , რომ დელ ბოსკემ ჩაატარა ფენომენალური სეზონი – მისი წყალობით ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო – ( ანუ წინ დიდი ნაბიჯი გადადგა ) . ” რთულია საუკეთესოს ამორჩევა . ცუდია რომ , სამივე სპეციალისტს არ შეუძლია ამ ტიტულის მოგება “ – განაცხადა ” ბარსელონას ” ახალგაზრდა თავდამსხმელმა პედრო როდრიგესმა .

პედროს აზრით 2010 წლის საუკეთესო მწვრთნელობას გუარდიოლა იმსახურებს
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


