workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ახალგაზრდებმა “ესპანიოლი” დაამარცხეს

ახალგაზრდებმა “ესპანიოლი” დაამარცხეს

“ბარსელონას” ახალგაზრდულმა გუნდმა, კატალონიურ დერბიში, “ესპანიოლი” დამაჯერებელი ანგარიშით, 4:1 დაამარცხა. შეხვედრა “სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერზე” შედგა.

სტუმრებმა ანგარიში სწრაფი გოლით გახსნეს, თავი ფერან ბრუგემ გამოიჩინა. შეხვედრის 28-ე წუთზე ედუ ფრიაშთან ერთი-ერთზე დარჩენილმა მბულამ წონასწორობა აღადგინა.

ზუსტად 10 წუთის შემდეგ სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ლიმ უნაკლოდ შეასრულა.

პირველი ტაიმი მასპინძელთა დომინირებით დასრულდა. შეხვედრის მეორე ნახევრის დაწყებიდან 11 წუთის შემდეგ მბულამ დუბლი გაიფორმა და ანგარიში ორამდე გაზარდა. მატჩს წერტილი აბელ რუისმა დაუსვა, 4:1 (’65).

“ბარსელონა” 4

სერხი პუჩი, მორერი (ხაიმე), ერიკ მონტეში, ორიოლ რეი, მარკ კუკურელა, ალექს კოლადო, ორიოლ ბუსკეტსი, დანი გარსია (მონჩუ), მბულა (კარლეს პერესი), აბელ რუისი, ლი (ჯილემენოტი).

“ესპანიოლი” 1

ედუ ფრიაში, ვიქტორი (საულ კოკო), დანი რეინა, არნაუ გაიქსასი, პედროსა, ჯორდან გუტიერესი (პოლ ჰერნანდესი), პოლ ლოსანო, მარტი, ივან გილი (ხუანი) , ფერან ბრუგე, ფოდე (კარლეს ჯილბერტი).

გოლები: 
0:1 – ფერან ბრუგე (7′)
1:1 – მბულა (28′)
2:1 – ლი (38′ პენ.)
3:1 – მბულა (56′)
4:1 – აბელ რუისი (65′)

არბიტრი: გარსია ვერდურა

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში