workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ისტორიული პარალელი

ისტორიული პარალელი

“ბარსელონა” დღეს –დღეობით არაამქვეყნიურ ფეხბურთს თამაშობს, ძალიან ბევრი ბლაუგრანას თამაშებს 22–ე საუკუნის თამაშებს უწოდებს. მინდა გავავლო პარალელი დღევანდელ ბარსელონასა და ისტორიაში საუკეთესო ბარსელონას შორის პარალელი.

“ბარსელონამ” 15 შეხვედრაში 40 ქულის მოგროვება შეძლო, ეს საოცარი შედეგია, “ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო. მხოლოდ და მხოლოდ 5 დაკარგული ქულა. “ბარსელონას” 50/51 წლებში 15 ტურში 53 ბურთი აქვს გატანილი, 7–ით მეტი დღევანდელზე, ბუნებრივია ესეც საოცარი შედეგია. ასევე აღსანიშნავია გაშვებული ბურთებიც, მხოლოდ და მხოლოდ 8 გაშვებული ბურთი, საშუალოდ მატჩში 0,53. ეს მეტყველებს როგორც მცველების კარგ თამაშზე ისე ვალდესის ყურადღებით მოქმედებებზეც.

რაც შეეხება გოლეადორებს. ლეო მესიმ 15 ტურში 17 გოლის გატანა შეძლო, ანუ მატჩში საშუალოდ 1 ზე მეტი ბურთი. 50/51 წლებში სესარს ჰქონდა შედეგი 15 მატჩში 22 ბურთი, მაგრამ მას ყველა მატჩში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, ხოლო მესის  2 მატჩი გამოტოვილი აქვს. გამოდის, რომ მესის საშუალოდ 0,68 წუთში გააქვს გოლი, ხოლო სესარს ყოველ 0,61 წუთში გაჰქონდა გოლი.

იმისდა მიუხედავად, რომ ამ დროისთვის 60 წლის წინანდელ ბარსას ასეთი შედეგი ქონდა იგი მაინც მე–5 პოზიციას იკავებდა ჩემპიონატში: სევილიას, ატლეტიკოს, ვალიადოლიდის და რეალ სოსიედადის შემდეგ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში