ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ ”რეალთან” თამაშის წინ, ”ალმერიასთან” მატჩში პეპმა პიკე არ ათამაშა. მაშინ ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს 4 ყვითელი ბარათი ჰქონდა. ჟერარდ პიკეს კვლავ 4 ყვითელი ბარათი აქვს პრიმირა დივიზიონში. ამის გამო შესაძლოა პიკე დღეს სათარიგოთა სკამზე დარჩეს. შემდეგ კვირას ”ბარსელონას” სათამაშო აქვს დერბი ”ესპანიოლთან”.
ასევე შეგახსენებთ, რომ ”რეალთან” გასამართი მატჩის წინ, ალმერიაში პეპმა პიკეს ნაცვლად ანდრეუ ფონტასი ათამაშა ცენტრალური მცველის პოზიციაზე. თუ დღეს იგივე რამ განმეორდება შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ცენტრალური მცველის პოზიციაზე პუიოლი აბიდალის დუეტი ითამაშებს, ხოლო მარცხენა მცველის პოზიციას მაქსველი ან ადრიანო დაიკავებს.