workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” – ”რეალ სოსიედადი”. გვარდიოლა მატჩის წინ

”ბარსელონა” – ”რეალ სოსიედადი”. გვარდიოლა მატჩის წინ

ხოსეპ გვარდიოლამ ბევრი საქებარი სიტყვა თქვა ”რეალ სოსიედადის” შესახებ: ”ეს არის ისტორიული გუნდი უდიდესი ტრადიციებით. გასაკვირი არ არის, რომ ისინი კარგ ფორმაში არიან”.

”რეალ სოსიედადი” პრიმერაში მიმდინარე სეზონში დაბრუნდა: ”მე ვუყურე მათ თამაშს და მათ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. ისინი თამაშობონ პირდაპირ ფეხბურთს: მოქმედებენ ფლანგებზე, ბურთი მიაქვთ საჯარიმომდე და შემდეგ საჯარიმოში ბურთს ჩაკიდებენ ან გამჭოლ გადაცემას აკეთებენ. ისინი ბევრ მომენტს ქმნიან. შეუტევენ თუ არა ”ნოუ კამპზე”? მე არ ვიცი როგორ ითამაშებს ლასარტე. ვუყურე მათ თამაშს ”რეალთან” და ”სპორტინგთან”… ვფიქრობ გოლის გატანის შანსი თუ მიეცემათ აუცილებლად გაიტანენ”.

კარგი დონე
მწვრთნელმა გასაგებად ახსნა, რომ მისი გუნდი შესანიშნავ ფორმაშია: ”ვფოქრობ, რომ სეზონის პირველი ნაწილი კარგად ჩავატარეთ. პროგრესირება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ვთვლი, რომ ეხლა ჩვენი დონე კარგია და საკმარისად სტაბილურია. ჩვენ კარგ ფორმაში სხვა სეზონებშიც ვიყავით. ყველაზე მთავარია, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში გულშემატკივრებს ვახარებდით”.

ფრანგები არა
პეპს დაუსვეს შეკითხვა ”ჩემპიონთა ლიგაში” სასურველი მეტოქის შესახებ. ”ბლაუგრანას” მწვრთნელმა განაცხადა: ”არ მსურს, რომ ფრანგულ გუნდებს შევხვდეთ. ისინი ძალიან ძლიერები არიან და ეს არ მომწონს. ”მარსელი” ძალიან ძლიერია ფიზიკურად. სახლში მათთან თამაში ძალიან რთულია. ”ლიონი” ჩვენ უკვე კარგად ვიცით”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward