workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კეიტა:”ბარსაში დარჩენა მსურს”

კეიტა:”ბარსაში დარჩენა მსურს”

კატალონიის “ბარსელონას” მალელმა ფეხბურთელმა, სეიდუ კეიტამ “Sport.es”-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ძალიან სურს კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. კეიტას გუნდთან ამჟამინდელი ხელშეკრულება 2012 წელს ეწურება.

“ეს გადაწყვეტილება უკავშირდება იმას. რომ მე კლუბის მესვეურებთან მაქვს ძალიან კარგი დამოკიდებულება. მე დიდი სურვილი მაქვს “ბარსელონასთან” კონტრაქტი გავახანგრძლივო. “ბარსა” მსოფლიოში საუკეთესო კლუბია და ამჟამად ჩემი მიზანი არის, რომ გუნდს გამარჯვებებში დავეხმარო.”-განაცხადა კეიტამ

მალელ ფეხბურთელს სუ ახლახანს ჰქონდა საიუბილეო, მე-100 მატჩი, რომელიც დანიაში, კოპენჰაგენის წინააღმდეგ ითამაშა. სეიდუ კეიტა გუნდში 2008 წელს გადმოვიდა “სევილიადან”. მას შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატში მან 65 მატჩი ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგაზე – 23, ესპანეთის თასზე – 6, ესპანეთის სუპერთასზე – 4, ხოლო ევროპის სუპერთასსა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე – თითო-თითო. ამ 100 თამაშში 30 წლის მალელს 13 გატანილი გოლი აქვს დაგროვილი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში