workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლას რჩეულის დასახელება უჭირს

გვარდიოლას რჩეულის დასახელება უჭირს

როგორც ცნობილია, ფიფამ გამოავლინა ის სამი ფეხბურთელი, რომლებიც წლის საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძოლებენ – სამივე მათგანი “ბარსელონელას” ღირსებას იცავს: მესი, ჩავი და ინიესტა.

კატალონიური გრანდის დამრიგებელმა პეპ გვარდიოლამ ესპანურ გამოცემა Marca-სთან კომენტარი გააკეთა ამასთან დაკავშირებით, თუმცაღა თავისი რჩეული მაინც არ დაუსახელებია ესპანელ სპეციალისტს: ” მესი არა მარტო ბარსას, არამედ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ წელს ჩავიც და ინიესტაც არანაკლებ იმსახურებენ ამ ტიტულის მოპოვებას. ორივე მათგანმა უდიდესი სამუშაო შეასრულა როგორც კლუბში, ისევე ქვეყნის ნაკრებში. მივიჩნევ, რომ “ოქროს ბურთს” სამივე ფეხბურთელი თანაბრად იმსახურებს.” 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოვება გაიმართება 2011 წლის 10 იანვარს. ამ დღეს FIFA და FranceFootball პირველად გადასცემენ ერთობლივად “ოქროს ბურთს” წლის საუკეთესო მოთამაშეს. ასევე არის ხმების მიცემა საუკეთესო მწვრთნელზეც , მაგრამ მგონი გაირკვა რომ დელ ბოსკემ ყველას აჯობა. ვნახოთ რამდენად ოფიციალური იქნება ეს ფაქტი . ახლა კი იხილეთ შესაძლო საუკეთესო ფეხბურთელების და მწვრთნელების სურათები :
ფეხბურთელები :

ხავი

გვარდიოლას რჩეულის დასახელება უჭირს

ინიესტა

ლიონელ მესი

მწვრთნელები :

გუარდიოლა

მოურინიო

დელ ბოსკე .

.

წარმატება ვუსურვოთ აი ამ ყველა ადამიანს . მგონი ჩვენ ვიხილავთ საინტერესო ” ციებ–ცხელებას ” საუკეთესოობაზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში